მეოთხე დღე საქმიანად დაიწყო . განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა , როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა, რათა პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეს ჰქონდეს თემის შესაბამისი საბაზისო ცოდნა. დავათვალიერეთ და შევარჩიეთ შეშეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეთა ცოდნის დადგენისათვის , მოგვეცა საშინაო დავალება KWL ცხრილი , პროექტის
კონფერენციის კითხვარის, ვენის დიაგრამის შევსება. ამ კითხვარების საშუალებით ვიგებ მოსწავლეთა ცოდნის დონეს, მათ შესაძლო ინიციატივებს , თუ რა უნარ-ჩვევები გააჩნიათ
მათ და რა თვისებები
უფრო მეტად დასჭირდებათ მათ ამ პროექტის განსახორციელებლად.
No comments:
Post a Comment